უკან სიახლეებზე

EfVET — European Forum of Technical and Vocational Education and Training

28 May, 2026 · 4 წუთის წასაკითხი
EfVET — European Forum of Technical and Vocational Education and Training
გიზიარებთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და სიმბოლურ მომენტს როდესაც უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის სახელით, პროფესიული განათელბის ევროპულ ფორუმს EfVET — European Forum of Technical and Vocational Education and Training-ს გადავეცით პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის მადლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორობის სერტიფიკატი
ეს სერტიფიკატი წარმოადგენს ჩვენი მხრიდან პროფესიული განათლების ევროპული ოჯახისადმი პატივისცემის, ნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობის აღიარებას.
EfVET დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს პროფესიული განათლების ლიდერებს, კოლეჯებს, ინსტიტუტებსა და ექსპერტებს საერთო მიზნისთვის — განვითარდეს თანამედროვე, ინოვაციური და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლება.
ჩვენთვის ეს პარტნიორობა ნიშნავს:
• საერთაშორისო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას
• ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების გაზიარებას
• სტუდენტებისა და პროფესიონალების განვითარების ახალ შესაძლებლობებს
• პროფესიული განათლების გაძლიერებას საქართველოში და რეგიონში
• უსაფრთხოების კულტურის, ინოვაციების და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას
უსაფრთხოების აკადემია ამ პარტნიორობას აღიქვამს როგორც დიდ პასუხისმგებლობას და ამავე დროს დიდ შესაძლებლობას — ვიყოთ ევროპული პროფესიული განათლების განვითარების პროცესის აქტიური ნაწილი.
გვჯერა, რომ სწორედ ერთიანობით, ცოდნითა და საერთაშორისო თანამშრომლობით იქმნება მომავლის პროფესიული განათლება
709670637_1601043632025032_3061688958876048774_n 708700887_1601043635358365_5734604926592726986_n 708194644_1601043702025025_5009503486802462315_n