EfVET
European Forum of Technical and Vocational Education and Training
უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი ავტორიზებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. ეს გვერდი — ჩვენი ოფიციალური სტატუსისა და სამართლებრივი საფუძვლის დადასტურება.
შპს უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრს (ს/კ 406290954) საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის 22 აგვისტოს მიანიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების — კოლეჯის — სტატუსი 6 წლის ვადით. ეს ადასტურებს ჩვენს უფლებას, განვახორციელოთ ავტორიზებული პროფესიული პროგრამა და გავცეთ სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაცია.
გარდა ეროვნული ავტორიზაციისა, გაწევრიანებული ვართ ხუთ პროფესიულ ასოციაციაში — ევროპულსა და ეროვნულში.
European Forum of Technical and Vocational Education and Training
European Association of Institutes for Vocational Training
Georgia Independent College Association
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია
საქართველოს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ასოციაცია
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების (კოლეჯის) სტატუსი — მინიჭებული ეროვნული ცენტრის (EQE) მიერ 2024 წელს, 6 წლის ვადით. გადაწყვეტილება MES 7 24 0001015162.
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები — NQF მე-5 დონე, ISCED 0712, 120 კრედიტი, კოოპერაციული, რეალურ სამუშაო გარემოში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით (2018) დამტკიცებული აკრედიტებული პროგრამა. სწავლების ცნობა უვადოა.
სასწავლო კურსის შემდეგ სასერტიფიკატო გამოცდა ბარდება აკრედიტებულ სერტიფიცირების ცენტრში; სერტიფიკატი მოქმედებს 3 წლის ვადით.