Safety Academia

30 აპრილს უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულმა კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო MOSAIC-ის დასკვნით კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ისტორიულ ადგილას Buonconsiglio Castle ტრენტოში, იტალიაში — ევროპის პროფესიული განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა პროფესიული განათლების მომავალს, ბიზნესთან ინტეგრაციასა და სრულყოფილების ცენტრებს (CoVE).

განხილული იყო:

ინოვაციებზე დაფუძნებული პროფესიული განათლება

პროფესიული კოლეჯებისა და ბიზნესის თანამშრომლობა

Work-Based Learning მოდელები

მცირე და საშუალო ბიზნესთან პარტნიორობა

ევროპული პროფესიული განათლების მომავალი სტრატეგიები

კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო:
პროფესიული განათლება აღარ არის მხოლოდ სწავლება —
ის ხდება ინოვაციების, ეკონომიკური განვითარების და ძლიერი სამუშაო ძალის ფორმირების მთავარი საფუძველი ევროპაში.
უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვას.