უკან მთავარზე

ავტორიზაცია და აკრედიტაცია

უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი ავტორიზებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. ეს გვერდი — ჩვენი ოფიციალური სტატუსისა და სამართლებრივი საფუძვლის დადასტურება.

2024
ავტორიზაცია (კოლეჯის სტატუსი)
6
წელი — ვადა (2030-მდე)
5
NQF — პროფ. დონე
5
პარტნიორი ასოციაცია
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
აქტიური · ეროვნული ავტორიზაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

შპს უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრს (ს/კ 406290954) საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის 22 აგვისტოს მიანიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების — კოლეჯის — სტატუსი 6 წლის ვადით. ეს ადასტურებს ჩვენს უფლებას, განვახორციელოთ ავტორიზებული პროფესიული პროგრამა და გავცეთ სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაცია.

ავტორიზაცია 22.08.2024
ვადა 6 წელი (2030)
სტატუსი პროფესიული კოლეჯი
გადაწყვეტილება MES 7 24 0001015162
საერთაშორისო წევრობა

ვაკმაყოფილებთ ევროპულ სტანდარტებს

გარდა ეროვნული ავტორიზაციისა, გაწევრიანებული ვართ ხუთ პროფესიულ ასოციაციაში — ევროპულსა და ეროვნულში.

GREDA

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია

წევრი

OSHA Georgia

საქართველოს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ასოციაცია

წევრი
ოფიციალური სტატუსი

სამართლებრივი საფუძველი და აღიარება

01

კოლეჯის ავტორიზაცია

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების (კოლეჯის) სტატუსი — მინიჭებული ეროვნული ცენტრის (EQE) მიერ 2024 წელს, 6 წლის ვადით. გადაწყვეტილება MES 7 24 0001015162.

02

ავტორიზებული პროგრამა

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები — NQF მე-5 დონე, ISCED 0712, 120 კრედიტი, კოოპერაციული, რეალურ სამუშაო გარემოში.

03

შრომის უსაფრთხ. სპეციალისტი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით (2018) დამტკიცებული აკრედიტებული პროგრამა. სწავლების ცნობა უვადოა.

04

სერტიფიცირება

სასწავლო კურსის შემდეგ სასერტიფიკატო გამოცდა ბარდება აკრედიტებულ სერტიფიცირების ცენტრში; სერტიფიკატი მოქმედებს 3 წლის ვადით.

გაქვს კითხვა?

სტატუსების შესახებ ვერბალური დადასტურება — ერთი ზარით

დაგვიკავშირდი