საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და UNFPA-ის თანამშრომლობით, EU Sustainability Navigator-ის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs) ESG გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც პრაქტიკულ მხარდაჭერას სთავაზობს ბიზნესს მდგრადობის პრინციპების დანერგვის პროცესში. ასევე დიდი ინტერესით მოვისმინეთ კვლევის „მამობა, ზრუნვის შრომა და შვებულება საქართველოში“ პირველადი მიგნებები, რომლებიც ESG-ის სოციალური მიმართულების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
მნიშვნელოვანია, რომ ESG დღეს მხოლოდ გარემოსდაცვითი ან მმართველობითი საკითხი აღარ არის — ის ადამიანებზე, სამუშაო კულტურაზე, თანასწორ შესაძლებლობებზე და პასუხისმგებლიან ორგანიზაციულ განვითარებაზე ზრუნვასაც გულისხმობს.
მადლობას ვუხდით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს, UNFPA-სა და ღონისძიების ყველა მომხსენებელს საინტერესო დისკუსიის, გამოცდილების გაზიარებისა და იმ ცოდნისთვის, რომელიც ქართულ ბიზნესს მდგრადი განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება.