მოვამზადოთ კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი სპეციალისტი
შპს „უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრის" მისიაა მოამზადოს თანამედროვე პროფესიული და ტრანსვერსალური კომპეტენციების მქონე, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული, კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი სპეციალისტები, რომლებიც ხელს უწყობენ შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებას, გარემოს დაცვას, ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების მდგრად პროგრესს.
ჩვენთვის უსაფრთხოების კულტურა, გარემოს დაცვა და პროფესიული პასუხისმგებლობა ნებისმიერი პროფესიისა და სექტორული მიმართულების განუყოფელი ნაწილია.