უკან სიახლეებზე

საჯარო ლექცია „გლობალიზაცია და კულტურული იდენტობა“

19 ნოემბერი, 2026
საჯარო ლექცია „გლობალიზაცია და კულტურული იდენტობა“
19 ნოემბერს უსაფრთხოების აკადემიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „გლობალიზაცია და კულტურული იდენტობა: კულტურათაშორისი კომუნიკაციის გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში“.
ლექციას უძღვებოდნენ:
- თეა ჭუმბურიძე — დოქტორი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
- ილონა ჩუხუა — საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ევროპისმცოდნეობის მაგისტრი, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და უსაფრთხოების აკადემიის დირექტორის მოადგილე.
სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, როგორ მოქმედებს გლობალიზაცია კულტურულ იდენტობაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს კულტურათაშორისი კომუნიკაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება და თანამშრომლობა.
უსაფრთხოების აკადემია მომავალშიც მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც სწავლისა და ინტელექტუალური დიალოგის სივრცეს ქმნის. მადლობა სპიკერებსა და ყველა მონაწილეს!
ეს ამბავი პირველად ჩვენს Facebook-გვერდზე გავაზიარეთ: Facebook-ზე ნახვა