მადლობას ვუხდი პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრასა და პანელურ დისკუსიაში მონაწილე ყველა ორგანიზაციას, ექსპერტს, სახელმწიფო უწყების, ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენელს აქტიური ჩართულობის, ღირებული მოსაზრებებისა და თანამშრომლობის მზაობისთვის.
სწორედ ასეთი ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ განახლებადი ენერგიის სექტორის წარმომადგენლების, პროფესიული განათლების სფეროს, მარეგულირებელი უწყებებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით შევძელით იმ რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული საკითხების განხილვა, რომლებიც სექტორის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის არის აუცილებელი.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პლატფორმის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგად უკვე მაზდდება 5 ახალი მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამა, რომლებიც პირდაპირ პასუხობს შრომის ბაზრისა და განახლებადი ენერგიის სექტორის მოთხოვნებს. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება განათლებამ და ბიზნესმა ერთობლივად შექმნან რეალური ღირებულება როგორც ინდუსტრიისთვის, ისე მომავალი სპეციალისტებისთვის.
დღეს განახლებადი ენერგეტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს, სადაც ტექნოლოგიური განვითარება და ახალი ინვესტიციები მუდმივად აჩენს ახალ პროფესიებსა და კომპეტენციებზე მოთხოვნას. ამ პროცესის პარალელურად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი, რის გამოც განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა უკვე არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“, რომელიც აერთიანებს განახლებადი ენერგიების მიმართულებით ბიზნეს სექტორს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, მარეგულირებელ ორგანოებსა და დარგის ექსპერტებს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოებისა და სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ხელმძღვანელობა, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, GREDA, Photomate, Shine Energy, Biodiesel Georgia, პროფესიული განათლების განვითარების მიმართულების წარმომადგენლები, ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელობა, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი სექტორის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები.
პანელური დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თემას:
„მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების როლი სექტორის მდგრად განვითარებაში“
დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს:
ჩვენი რწმენით, პროფესიული განათლების წარმატება იწყება მაშინ, როდესაც სასწავლო პროგრამების შინაარსი იქმნება არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების, არამედ დამსაქმებლების, დარგის ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით.
ვიმედოვნებთ, რომ „ბიზნესი განათლებისთვის“ გადაიქცევა მუდმივ თანამშრომლობის პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ახალი პროგრამები, გაძლიერდება პრაქტიკული სწავლება, განვითარდება კვლევითი საქმიანობა და კიდევ უფრო მჭიდრო გახდება განათლებასა და ინდუსტრიას შორის კავშირი.
საქართველოს ენერგეტიკული მომავლის, მწვანე ეკონომიკისა და სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველი სწორედ კვალიფიციური ადამიანური კაპიტალია, ხოლო მისი შექმნა მხოლოდ ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. 
