Safety Academia

უსაფრთხო მშენებლობას კვალიფიციური სპეციალისტი სჭირდება!

ხარაჩოს სწორად აწყობა და დროული ინსპექტირება უშუალოდ უკავშირდება მასზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებას. ამ საქმეში თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს — პროფესიული ცოდნა კი საფრთხის დროულად ამოცნობასა და შეცდომების თავიდან აცილებაში გეხმარება.

უსაფრთხოების აკადემიის კოლეჯში წარმატებით მიმდინარეობს მე-5 დონის აკრედიტებული სასერტიფიკატო პროგრამა „ხარაჩოს უსაფრთხოდ აწყობა, დემონტაჟი და ინსპექტირება“.

სწავლა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება!

მონაწილეები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ: სწავლობენ სამუშაოების დაგეგმვას, ხარაჩოს აწყობასა და დემონტაჟს, კონსტრუქციის შემოწმებას და ინსპექტირების შედეგების დოკუმენტირებას.
ეს სპეციალობა მნიშვნელოვანია სამშენებლო და სარემონტო ობიექტებზე, ასევე საწარმოებში, სადაც ხარაჩო სამუშაო პროცესის ნაწილია. კვალიფიციური სპეციალისტი ეხმარება გუნდს, სამუშაო პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით შეასრულოს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა მე-5 დონის უვადო სერტიფიკატი.

განავითარე პროფესიული ცოდნა, რომელსაც რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებ! პროგრამისა და მონაწილეობის პირობების გასაგებად დაგვიკავშირდი:

+995 577 04 48 04