წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული განათლების სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ევროპული ღონისძიება — “2nd Global VET Thematic Team Annual Event – Skills for a Competitive Europe” ქალაქ ბრიუგეში, ბელგია.
აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს პროფესიული განათლების ლიდერებს, პოლიტიკის შემმუშავებლებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განიხილონ თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა — უნარების დეფიციტი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაზე, ციფრულ და მწვანე ტრანსფორმაციაზე, ჯანდაცვის სისტემებზე და მომავლის შრომით ბაზარზე.
უსაფრთხოების აკადემიისა და საქართველოსთვის დიდი პატივია ამ მაღალი დონის საერთაშორისო ევროპულ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა და Workshop 0.04 — “Skills for a Competitive Europe”-ის წარმართვა.
კონფერენცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ინოვაციების, შრომითი ბაზრის მდგრადობისა და მომავლის პროფესიებისთვის ადამიანური კაპიტალის მომზადების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.
ევროპის მომავალი კონკურენტუნარიანობა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებენ საგანმანათლებლო სისტემები შრომითი ბაზრის ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტაციას — და სწორედ პროფესიული განათლება ასრულებს ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს.
ვამაყობთ, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ მნიშვნელოვან ევროპულ პლატფორმაზე და ვაძლიერებთ საერთაშორისო თანამშრომლობას, პარტნიორობასა და ცოდნის გაზიარებას პროფესიული განათლების განვითარებისათვის.