EVBB EU Policy Camp 2026-ის ერთ-ერთი ღირებული ნაწილი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო ვიზიტები თესალონიკში.
ასეთი ვიზიტები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დაწესებულების დათვალიერება. ისინი გვაძლევს შესაძლებლობას, ადგილზე გავეცნოთ სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, სასწავლო გარემოს, დამსაქმებლებთან თანამშრომლობის მოდელებსა და ინოვაციურ პრაქტიკებს, რომლებიც პროფესიული განათლების განვითარებას უწყობს ხელს.
უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯისთვის დიდი პატივი იყო Kalamaria Vocational High School and Training Center-ისა და Metropolitan College-ის მონახულება.
მიღებული გამოცდილება, გაზიარებული საუკეთესო პრაქტიკა და პროფესიული დიალოგი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება ჩვენი ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოში თანამედროვე, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
გულწრფელ მადლობას ვუხდით მასპინძელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს თბილი მიღებისთვის, გამოცდილების გულწრფელად გაზიარებისა და პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
საუკეთესო იდეები იქმნება მაშინ, როდესაც ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ერთად ვაშენებთ პროფესიული განათლების მომავალს.