უკან სიახლეებზე

„ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“: საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უსაფრთხოების აკადემიის დირექტორის მოადგილე შეხვდა

29 ივნისი, 2026 · 4 წუთის წასაკითხი
„ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“: საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უსაფრთხოების აკადემიის დირექტორის მოადგილე შეხვდა
📌ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში მიმდინარე საზაფხულო სკოლის მონაწილეებისთვის უსაფრთხოების აკადემიის დირექტორის მოადგილემ, ილონა ჩუხუამ, გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო ენერგეტიკის სექტორში პროფესიული განათლების, კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
🎓 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროში არსებული პროფესიული მიმართულებების, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც პროფესიული განათლება სთავაზობს ახალგაზრდებს კარიერული განვითარების გზაზე.
💡განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კვალიფიციური ადამიანური რესურსის მნიშვნელობაზე, პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებული სწავლების როლსა და პროფესიული განათლების წვლილზე ენერგეტიკის სექტორის მდგრად განვითარებაში. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაში, სექტორისადმი ინტერესის გაძლიერებასა და განათლებისა და ინდუსტრიის ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობაში.
🤝უსაფრთხოების აკადემია მომავალშიც გააგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და ქვეყნისთვის სტრატეგიულ სექტორებში კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას.
733849964_1631568065639255_5198548049359436653_n 734101623_1631568042305924_3072776344044036751_n 732908688_1631568188972576_3241889386548812880_n