უკან სიახლეებზე

ევროპული პროფესიული განათლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე

22 მაისი, 2026 · 5 წუთის წასაკითხი
ევროპული პროფესიული განათლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე
„2nd Global VET Thematic Team Annual Event – Skills for a Competitive Europe“
შუაგულ ევროპაში, ბელგიის ქალაქ ბრიუგეში, წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ როგორც მონაწილე, არამედ როგორც ერთ-ერთი მთავარი ვორქშოფის წამყვანი ორგანიზაცია.
ღონისძიება ორგანიზებულია-ის მიერ და აერთიანებს:
▪️ ევროპარლამენტის წარმომადგენლებს
▪️ ევროკომისიის წარმომადგენლებს
▪️ პროფესიული განათლების ლიდერ ორგანიზაციებს
▪️ საერთაშორისო სააგენტოებს
▪️ პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს მთელი ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ჩვენი კოლეჯის სახელით, კოლეჯის დამფუძნებელი და დირექტორი ბატონი დავით მაზმიშვილი და ქალბატონი ილონა ჩუხუა — კოლეჯის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი — წარადგენენ საერთაშორისო ვორქშოფს თემაზე:
„უნარები კონკურენტუნარიანი ევროპისთვის“
“Skills for a Competitive Europe”
ვორქშოფი შეეხება:
🔹 თანამედროვე პროფესიულ უნარებს
🔹 ციფრულ ტრანსფორმაციას
🔹 ინოვაციებს
🔹 უწყვეტ განათლებას
🔹 დასაქმების ხელშეწყობას
🔹 პროფესიული განათლებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობას
🔹 ევროპული და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას.
დღეს ევროპა უკვე მკაფიოდ აცნობიერებს, რომ ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა მხოლოდ ტრადიციულ აკადემიურ განათლებაზე ვერ აშენდება. სწორედ ამიტომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი უდიდეს ინვესტიციას დებენ:
▪️ პროფესიულ განათლებაში
▪️ პრაქტიკული უნარების განვითარებაში
▪️ ტექნიკურ კომპეტენციებში
▪️ მწვანე და ციფრულ უნარებში
▪️ თანამედროვე ინდუსტრიისთვის საჭირო კადრების მომზადებაში.
თანდათან ინგრევა ის ძველი სტერეოტიპიც, თითქოს წარმატების ერთადერთი გზა მხოლოდ ტრადიციული 4-წლიანი საუნივერსიტეტო დიპლომია. თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო მეტად აფასებს:
✔ რეალურ უნარებს
✔ პრაქტიკულ გამოცდილებას
✔ ტექნიკურ ცოდნას
✔ ადაპტაციის უნარს
✔ მუდმივ განვითარებას.
ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ-ის სახელით საქართველო წარმოდგენილი იქნება როგორც მთავარი ვორქშოფის — „უნარები კონკურენტუნარიანი ევროპისთვის“ — ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია და აქტიურად წარმართავს:
▪️ დისკუსიის ფორმირებას
▪️ გამოცდილების გაზიარებას
▪️ საერთაშორისო პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივების განხილვას.
მომავალი ეკუთვნის იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე სწრაფად შეძლებენ თანამედროვე უნარების მქონე ადამიანების მომზადებას.
ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესში საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი.
705268560_1595337612595634_5925399945631227159_n 705137503_1595337669262295_2925433464660207262_n