საინტერესო იყო თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებებისა და დისკუსიების მოსმენა, სადაც განხილული იყო საქართველოსა და მსოფლიოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდა ენერგოდამოუკიდებლობაზე, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებზე. მსგავსი დისკუსიები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების საკითხი არ არის — ის პირდაპირ არის დაკავშირებული კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან.
მომავლის ენერგეტიკული სისტემების შექმნა შეუძლებელია შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების მქონე პროფესიონალების გარეშე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების სექტორის, ინდუსტრიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობას, რათა მომზადდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კადრები და უზრუნველყოფილი იყოს სექტორის გრძელვადიანი მდგრადობა.