დიდი მადლობა კომპანია Photomate Caucasus-ს და ბატონ დავით ტყეშელაშვილს, „Photomate Caucasus“-ის რეგიონულ დირექტორს, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და პროფესიული განათლების მხარდაჭერის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას.
გვჯერა, რომ განათლებისა და ბიზნესის ეფექტური თანამშრომლობა წარმოადგენს კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.