უკან სიახლეებზე

დროებითი კონსტრუქცია — მუდმივი პასუხისმგებლობა: დაიწყო მიღება ხარაჩოების უსაფრთხოებისა და ინსპექტირების პროგრამაზე

18 აგვისტო, 2026 · 3 წუთის წასაკითხი
დროებითი კონსტრუქცია — მუდმივი პასუხისმგებლობა: დაიწყო მიღება ხარაჩოების უსაფრთხოებისა და ინსპექტირების პროგრამაზე
🏗️ ხარაჩო დროებითი კონსტრუქციაა, მაგრამ მის საიმედოობაზე ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მთელი სამუშაო პროცესის უსაფრთხოება დამოკიდებულია.
ხარაჩოს არასწორად აწყობამ, არასაიმედო დამაგრებამ, გადატვირთვამ ან არასათანადო ინსპექტირებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონსტრუქციის ჩამოშლა, სიმაღლიდან ვარდნა, მძიმე დაზიანება ან ფატალური შემთხვევა. ამიტომ სამუშაოს უნდა ასრულებდნენ შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე პირები.
🎓 დაიწყო რეგისტრაცია 100%-თ დაფინანსებულ პროფესიული გადამზადების პროგრამაზე:
„ხარაჩოს უსაფრთხოდ აწყობა, დემონტაჟი და ინსპექტირება“
✅ სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 100%-ით!
პროგრამა განკუთვნილია:
▪️ შრომის უსაფრთხოების მოქმედი სპეციალისტებისთვის;
▪️ ხარაჩოებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილების მქონე პირებისთვის.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:
✅ ხარაჩოების სახეობებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს;
✅ უსაფრთხოდ აწყობისა და დემონტაჟის მოთხოვნებს;
✅ სამუშაოს დაგეგმვასა და უსაფრთხოების მართვას;
✅ საფრთხეების იდენტიფიცირებასა და რისკების შეფასებას;
✅ სამუშაო არეალის უსაფრთხოდ მომზადებას;
✅ შესაბამისი ინვენტარისა და დაცვის საშუალებების შერჩევას;
✅ ხარაჩოს შემოწმებასა და ინსპექტირების აქტის მომზადებას;
✅ საგანგებო სიტუაციებისთვის მზადებასა და სამაშველო გეგმის ძირითად ელემენტებს.
📚 პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს და მონაწილეებს რეალურ სამუშაო გარემოში გამოსაყენებელ ცოდნასა და უნარებს აძლევს.
❗ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
🔗 რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: