სადიპლომო ჩათვლები გრძელდება — პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი!
„შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ პროგრამის სტუდენტები სადიპლომო შემაჯამებელ ნაშრომებს წარადგენენ.
განსაკუთრებით სასიხარულოა იმის დანახვა, თუ რამხელა პროგრესი განიცადეს პროფესიულად, რამდენად თავდაჯერებულად იყენებენ სწავლის პერიოდში მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად.
ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების პროგრესით და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს პროფესიულ გზაზე!