Photomate Caucasus-სა და უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულ კოლეჯს შორის საგანმანათლებლო პროგრამებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვან სარგებელს ქმნის საზოგადოებისთვის.
კერძო სექტორის პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაერთიანება ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ახალი პროგრამების შემუშავებას, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და საქართველოში მზის ენერგეტიკის სფეროს განვითარებას.
გუშინ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კომპანია Photomate Caucasus უსასყიდლოდ გადასცემს №16 პენიტენციურ დაწესებულებას პროფესიული მომზადების პროგრამის, „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება“, განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარსა და აღჭურვილობას.
ეს მხარდაჭერა პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიულ ცოდნასთან ერთად დაეუფლონ რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პრაქტიკულ უნარებს. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას, დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Photomate Caucasus-ის რეგიონულ დირექტორს, ბატონ დავით ტყეშელაშვილს, საგანმანათლებლო პროგრამების ძლიერი მხარდაჭერისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც კომპანიას საქართველოში მზის ენერგეტიკის მიმართულებით პროფესიული პროგრამების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში შეაქვს.
ასევე დიდ მადლობას ვუხდით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს, რომლის დიდი ძალისხმევის და აქტიური თანამშრომლობის გარეშე ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის დაწყება შეუძლებელი იქნებოდა.
გვჯერა, რომ განათლების, პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობა ქმნის რეალურ შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და მნიშვნელოვან საფუძველს საქართველოს მწვანე და მდგრადი მომავლისთვის.