უკან სიახლეებზე

ხიდი განათლებასა და დასაქმებას შორის: უსაფრთხოების აკადემიასა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ივლისი, 2026 · 4 წუთის წასაკითხი
ხიდი განათლებასა და დასაქმებას შორის: უსაფრთხოების აკადემიასა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა
უსაფრთხოების აკადემიისა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯის თანამშრომლობა იწყება
დღეს განსაკუთრებული დღეა. უსაფრთხოების აკადემიასა და უნივერსიტეტ ალტერბრიჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ეს ჩვენთვის ნამდვილი პატივია.
ალტერბრიჯი გამორჩეული უნივერსიტეტია, რომელიც არაფორმალური განათლების გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა და თავიდანვე მკაფიო მიზანი დაისახა: გამხდარიყო ხიდი მეცნიერებას, განათლებასა და დასაქმებას შორის. სწორედ ეს მიდგომა, თანამედროვე სასწავლო გარემო, სიმულაციური ლაბორატორიები და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება აქცევს მას ისეთ პარტნიორად, რომელთან მუშაობაც ჭეშმარიტ სიამაყეს გვგვრის.
ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე რწმენას: განათლება მაშინ მუშაობს, როცა ის პრაქტიკას ეყრდნობა და ადამიანს რეალურ შესაძლებლობებს უქმნის. სწორედ ამ საერთო ხედვაზე დგას ჩვენი პარტნიორობა.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ხელოვნური ინტელექტის საკითხები განვიხილეთ: როგორ ინტეგრირდება AI სასწავლო პროცესში, რა მეთოდები არსებობს და სად ჩნდება დანერგვის რეალური სირთულეები.
მნიშვნელოვანია ესეთ გამოცდილების მქონე უნივერსიტეტთან ამ და სხვა მიმართულებზე აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება, რადგან გამოცდილების ურთიერთგაცვლა და AI-ის დანერგვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება ორივე ინსტიტუციისთვის მნიშვნელოვანია.
მემორანდუმის ფარგლებში ერთად ვიმუშავებთ ისეთი პროექტების და გარემოს შექმნაზე, სადაც შრომის ბაზრისთვის მზა, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები იზრდებიან.
უსაფრთხოების აკადემიისთვის ყოველი ახალი პარტნიორობა ფორმალურ ხელმოწერაზე მეტია. ეს არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული გრძელვადიანი ურთიერთობა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა და ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაა.
გვჯერა, რომ ალტერბრიჯთან თანამშრომლობა ბევრ საინტერესო ინიციატივასა და ერთობლივ პროექტს დაუდებს საფუძველს. ვულოცავთ ორივე ინსტიტუციას ამ დასაწყისს და წარმატებას ვუსურვებთ.
743425362_1641779454618116_258248358885014062_n 742997917_1641779477951447_153443657629830810_n 742558548_1641779457951449_7937129672558491514_n 742631919_1641780104618051_9096185088812596726_n 742129617_1641780094618052_7045426687446919372_n