ვამაყობთ, რომ უსაფრთხოების აკადემიის კოლეჯი საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრია და აქტიურად მონაწილეობს იმ პროცესებში, რომლებიც პროფესიული განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მდგრადი განვითარების გაძლიერებას ემსახურება.
2026 წლის 5–6 ივნისს ბათუმში გამართული კოლეგიალური ვიზიტი კიდევ ერთხელ გახდა პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო გამოწვევების განხილვის მნიშვნელოვანი პლატფორმა.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მისიაა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესების წარმომადგენლობა, სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება და თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს განვითარებაა.