უკან სიახლეებზე

ცოდნა, რომელიც სიცოცხლეს იცავს: სადიპლომო ჩათვლები შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე

26 ივლისი, 2026
ცოდნა, რომელიც სიცოცხლეს იცავს: სადიპლომო ჩათვლები შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე
სადიპლომო ჩათვლები დაიწყო — და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია!
"შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამააზე" სადიპლომო შემაჯამებელი წარდგენები დაიწყო.
2 წელი. 21 პროფესიული მოდული. რისკების კონტროლი, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტი, ნარჩენების მართვა, საგანგებო რეაგირება. მრავალი საათი საწარმოო პრაქტიკა რეალურ სამუშაო გარემოში, ოთხი შუალედური ჩათვლით. და ახლა დგება მომენტი, როცა სტუდენტმა ეს ყველაფერი უნდა წარმოაჩინოს — არა მხოლოდ დოკუმენტურად, სადიპლომო დავალების სახით, არამედ ცოცხლად, კომისიის წინაშე.
შემაჯამებელი წარდგენა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ცოდნას საქმედ აქცევს. სწორედ აქ ჩანს, შეუძლია თუ არა სტუდენტს რეალურად წარმოაჩინოს თავისი ცოდნა და უნარ-ჩვევები: დაინახოს რისკი მანამ, სანამ ის უბედურებად იქცევა, შეარჩიოს კონტროლის სწორი ზომა და მიიღოს გადაწყვეტილება მაშინ, როცა წამები წყვეტს ყველაფერს. ეს არ არის თეორიის გამეორება — ეს მიღებული კომპეტენციის დადასტურებაა.
და როცა სტუდენტი თავდაჯერებულად დგება და მტკიცედ წარმოაჩენს ორი წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და შეძენილ უნარებს, ეს ორმაგად საამაყოა. იმიტომ, რომ ეს პროფესია ჩვეულებრივი დიპლომი არ არის. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ხელშიც ხვალ სხვისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გარემოს უსაფრთხოება იქნება. მათი ცოდნა — ეს ვიღაცის სახლში მშვიდად დაბრუნებული მამაა სამსახურიდან. ეს დაცული მშენებარე ობიექტია. ეს გადარჩენილი ბუნებაა.
ამიტომ დიდი პასუხისმგებლობით ვაფასებთ თითოეულ წარდგენას. აქ „ჩათვლა“ ნიშნავს მზადყოფნას, პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმს.
გვიხარია, რომ გამოიკვეთა წარჩინებულ სტუდენტთა ჯგუფი, ხოლო მათგან ყველაზე გამორჩეულს წარჩინების სიგელი გადაეცემა — იმ სიბეჯითის, პროფესიული კულტურის, თავაზიანობის, ცოდნის გაღრმავების წყურვილისა და სწავლისადმი ერთგულებისთვის, რომელიც კომისიის ყველა წევრმა გამორჩეულად დავინახეთ.
უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მხოლოდ პასუხისმგებელიან ადამიანს შეუძლია — იმ სპეციალისტს, რომელიც აცნობიერებს კულტურის მნიშვნელობას და თავად ხდება მაგალითი სხვებისთვის.
გილოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ რთული ორწლიანი გზის წარმატებით გავლას. თქვენ დაიცავთ იმას, რაც ყველაზე ღირებულია.
757128274_1656984883097573_2378154418684500474_n 758368137_1656984999764228_9163732153305396104_n 755350892_1656985113097550_3901778717232262724_n 758543414_1656985309764197_6647641155261725654_n 755694544_1656985589764169_4699548676169033981_n