უკან სიახლეებზე

ცირკულარული ეკონომიკა თეორიიდან პრაქტიკაში: Safety Academia-ს მენეჯმენტმა UN Global Compact-ის სასერტიფიკატო კურსი გაიარა!

21 სექტემბერი, 2026
ცირკულარული ეკონომიკა თეორიიდან პრაქტიკაში: Safety Academia-ს მენეჯმენტმა UN Global Compact-ის სასერტიფიკატო კურსი გაიარა!
ცირკულარული ეკონომიკა უკვე აღარ არის თეორია. ის ბიზნესის ყოველდღიურ პრაქტიკად იქცევა.
16–17 სექტემბერს უსაფრთხოების აკადემიის მენეჯმენტმა, დავით მაზმიშვილმა და ილონა ჩუხუამ, გაიარა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) 10-საათიანი სასერტიფიკატო კურსი „ცირკულარული ეკონომიკა და მდგრადი ბიზნეს მოდელები“.
ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამზადებთ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობას იწყებენ საწარმოებში, სადაც რესურსების ეფექტიანი გამოყენება, ნარჩენების შემცირება და მდგრადი მართვა უკვე დღის წესრიგშია. კოლეჯი, რომელიც ამ სფეროსთვის ამზადებს კადრებს, ცვლილებებს წინ უნდა უსწრებდეს.
კურსზე მიღებულ ცოდნას ჩვენს სასწავლო პროგრამებში დავნერგავთ.
მადლობა ორგანიზატორებს შინაარსიანი და პრაქტიკული ორი დღისთვის.