უკან სიახლეებზე

შეხვედრა ევროპარლამენტის წევრ Brigitte Van Den Berg-თან

29 მაისი, 2026 · 3 წუთის წასაკითხი
შეხვედრა ევროპარლამენტის წევრ Brigitte Van Den Berg-თან
დღეს უსაფრთხოების აკადემიის კოლეჯისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღე იყო.
დიდი პატივი იყო, რომ კოლეჯის დამფუძნებელი და დირექტორი შეხვდა ევროპარლამენტის წევრს Brigitte Van Den Berg-ს და პირადად მოისმინა მისი სტრატეგიული ხედვა პროფესიული განათლების განვითარების, ევროპაში უნარებზე დაფუძნებული განათლების გაძლიერებისა და მომავლის შრომითი ბაზრის გამოწვევების შესახებ.
ბრიჯიტ ვან დენ ბერგი წარმოადგენს იმ ევროპელ ლიდერთა ჯგუფს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს პროფესიული განათლების ტრანსფორმაციას, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას, lifelong learning-ის განვითარებას და განათლებისა და ინდუსტრიის ერთმანეთთან დაახლოებას. მისი საქმიანობა ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე ევროპაში პროფესიული განათლება აღიქმება როგორც ეკონომიკური განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და ძლიერი საზოგადოების ფორმირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
შეხვედრისას განსაკუთრებულად საინტერესო იყო პროფესიული განათლების პერსპექტივებზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე, უნარების დეფიციტის გამოწვევებზე და ევროპის სამომავლო საგანმანათლებლო ხედვებზე აზრებისა და გამოცდილების გაცვლა.
მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და პროფესიული განათლების გაძლიერება როგორც საქართველოს, ისე მთლიანად ევროპის მომავლისთვის.
708910395_1601163632013032_3851321029790764825_n 709822873_1601163628679699_8634591889560238057_n