უკან სიახლეებზე

შეაღე კარი შენს წარმატებულ მომავალში: ღია კარის დღე უსაფრთხოების აკადემიაში!

28 სექტემბერი, 2026
შეაღე კარი შენს წარმატებულ მომავალში: ღია კარის დღე უსაფრთხოების აკადემიაში!
🎓 ღია კარის დღე უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულ კოლეჯში!
აირჩიე მოთხოვნადი პროფესია, შექმენი შენი მომავალი!
გსურს ახალი პროფესიის დაუფლება ან კარიერული მიმართულების შეცვლა? მოდი ღია კარის დღეზე და გაეცანი სწავლის შესაძლებლობებს, რომლებიც შენი პროფესიული განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს.
📅 1 ოქტომბერი, 2026 წელი
🕐 დასაწყისი: 13:00 საათი
📍 თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №14
💯 ისწავლე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით!
📚 გაეცანი ჩვენს ოთხ სადიპლომო პროგრამას:
🦺 შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
☀️ განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი
⚡ ენერგომენეჯმენტი
💼 ადმინისტრაციული სერვისები
🤝 გაიცანი მომავალი მასწავლებლები და აკადემიის გუნდი.
შეხვდი პროგრამების ხელმძღვანელებს და გაიგე, რას ისწავლი შენთვის საინტერესო პროგრამაზე, რა პრაქტიკულ უნარებს შეიძენ და სად შეძლებ მათ გამოყენებას.
🏫 დაათვალიერე სასწავლო გარემო.
ნახე სივრცე, სადაც შენი პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებაზე იმუშავებ.
💬 მიიღე ინდივიდუალური კონსულტაცია.
გაეცანი მიღებისა და დაფინანსების პირობებს. დასვი შენთვის მნიშვნელოვანი კითხვები და შეარჩიე პროგრამა შენი ინტერესებისა და მიზნების მიხედვით.
👋 ველოდებით პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებსა და მათ მშობლებს, ასევე ყველას, ვისაც ახალი პროფესიის შესწავლა სურს.
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდი:
📞 +995 577 04 48 04
უსაფრთხოება იწყება ცოდნით, წარმატება კი — უნარებით!