უსაფრთხოების აკადემია აგრძელებს პარტნიორული ქსელის გაფართოებას და მდგრადი განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს.
დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაციასთან, რომლის მიზანია პროფესიული განათლების, შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, ცირკულარული ეკონომიკის, რესურსების მართვის, განახლებადი ენერგიისა და ენერგომენეჯმენტის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელება.
თანამშრომლობა ითვალისწინებს:
ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უსაფრთხოების აკადემია აქტიურად მუშაობს განათლებისა და ბიზნესის დაკავშირებაზე, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების შექმნასა და იმ სპეციალისტების მომზადებაზე, რომლებიც ქვეყნის მდგრად განვითარებას შეუწყობენ ხელს.