უსაფრთხოების აკადემიის კოლეჯის წარმომადგენლები დიდი ინტერესით დავესწარით ქალბატონ მარგალიტა არაბიძის გამოსვლას თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე.
ქალბატონი მარგალიტა არაბიძე, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი, წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ავტორიტეტულ პროფესიონალს.
მისი მოხსენება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, სიღრმისეული ანალიზითა და თანამედროვე ენერგეტიკული გამოწვევების მიმართ სტრატეგიული ხედვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოდამოუკიდებლობის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების განვითარების, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებს, რომლებიც საქართველოს მომავალი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს წარმოადგენს.