უკან სიახლეებზე

საუკეთესო ევროპული გამოცდილება ქართულ პროფესიულ განათლებაში: ENESAT-ის ხარისხის ნიშნის (Quality Label) მომზადების ეტაპი დასრულდა

1 აგვისტო, 2026
საუკეთესო ევროპული გამოცდილება ქართულ პროფესიულ განათლებაში: ENESAT-ის ხარისხის ნიშნის (Quality Label) მომზადების ეტაპი დასრულდა
საუკეთესო ევროპული გამოცდილება ქართულ პროფესიულ განათლებში
🔸საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ასოციაციის ხარისხის ნიშნის (Quality Label) მინიჭების პროცესის მომზადებას დაეთმო და რომელსაც კოლეჯმა კავკასიონმა უმასპინძლა.
✅შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ შემუშავებული ENESAT-ის თვითშეფასების ინსტრუმენტის ერთიანი გააზრება, შეფასების კრიტერიუმების დაზუსტება და ისეთი საერთო მიდგომების ჩამოყალიბება, რომლებიც უზრუნველყოფს ასოციაციის შიგნით ხარისხის ნიშნის მინიჭების პროცესის სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და სანდოობას.
🔸ინიციატივა ეფუძნება ხარისხის კულტურის გაძლიერებას, პროფესიული განათლების სფეროში თვითრეგულაციის განვითარებასა და ევროპული ხარისხის მართვის პრინციპების დანერგვას.
✅ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა აქტიურად იმუშავეს ინსტრუმენტის თითოეულ განზომილებაზე, განიხილეს შეფასების ინდიკატორები, იმსჯელეს პრაქტიკულ მაგალითებზე, გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ერთობლივად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს შეფასების პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობასა და ერთგვაროვან ინტერპრეტაციას.
🔸ვორქშოპმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე სწორედ წევრი კოლეჯების ძლიერი პროფესიული ექსპერტიზა, ხარისხზე ორიენტირებული ხედვა და თანამშრომლობის კულტურაა. სწორედ ასეთი პროფესიული დიალოგი და გამოცდილების გაზიარება ქმნის საფუძველს, რომ ხარისხის ნიშანი იქცეს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის აღიარების მექანიზმად, არამედ პროფესიული განათლების უწყვეტი განვითარების ინსტრუმენტად.
✅მონაწილეთა რეკომენდაციები და პრაქტიკული მოსაზრებები აისახა ინსტრუმენტის საბოლოო რედაქციაში. ასოციაცია სექტემბერში ოფიციალურად გამოაცხადებს ხარისხის ნიშნის მოსაპოვებლად განაცხადების მიღებას. შეფასების პროცესი დაეფუძნება ევროპული თვითშეფასების ინსტრუმენტს, ხარისხის კომიტეტის პროფესიულ შეფასებასა და ასოციაციის მიერ განსაზღვრულ პროცედურებს.
👉განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯების თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობის, ნაყოფიერი მუშაობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის:
🔹 ნესტან აბსავა - შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია
🔹 ეკატერინე ციხელაშვილი - შპს "არსი"
🔹 თეონა მუმლაძე - ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი ,,კონსტრუქტ2’
🔹 ილონა ჩუხუა - უსაფრთხოების აკადემია
🔹 თამარ კურტანიძე და ნინო ვასაძე - შპს "თავისუფალი ხედვის აკადემია"
🔹 თეა მელაძე - საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა
🔹 მზია ბაკურიძე - შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია
🔹 ნანა აბდალაძე - ა(ა)იპ საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი
🔹 ნინო გოგმაჩაძე - შპს "თენექსი"
🔹 ნინო ჭითანავა - შპს ბარაკონი
🔹 ნინო ხაჩიძე - თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი
🔹 რუსუდან დიასამიძე - შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი
🔹 ქეთევან ბაუჟაძე - შპს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი
🔹 შორენა დემურაშვილი - საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი
🔹 შორენა უზუნაძე - შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია
🔹 თინათინ ჭუმბაძე - შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო
🔹 ნინო დვალი - შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი
🔹 სალომე ლომაია - კოლეჯი კავკასიონი
🔹 ემილია ალაზოვა - მარნეულის კოლეჯი
🔹 ამირან ერაძე -საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA
👉ერთად ვქმნით პროფესიულ განათლებაში ხარისხის ახალ კულტურას - თანამშრომლობით, პროფესიონალიზმითა და საერთო პასუხისმგებლობით.
761653444_1475607341271623_1857255927551391904_n 762812922_1475606624605028_1620602776881207279_n 761573800_1475606824605008_3732781725119482938_n 763137400_1475606854605005_108972214198760685_n 761530363_1475606821271675_672504865805063552_n