უკან სიახლეებზე

სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე: უსაფრთხოების აკადემია საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსიას დაესწრო

16 ივნისი, 2026 · 3 წუთის წასაკითხი
სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე: უსაფრთხოების აკადემია საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსიას დაესწრო
უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელობა დაესწრო საქართველოს Economic Forum • ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსიას თემაზე: „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე“.
ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა სამშენებლო, ინფრასტრუქტურული და დეველოპერული სექტორების წინაშე არსებული გამოწვევების, შესაძლებლობებისა და განვითარების პერსპექტივების განსახილველად. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღნიშნული სექტორების როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, ინვესტიციების მოზიდვასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ გაკეთებული განცხადებები და გაჟღერებული ხედვები. თანამედროვე ეკონომიკაში სწორედ კვალიფიციური, პროფესიული უნარებით აღჭურვილი და უსაფრთხოების კულტურის მქონე ადამიანური რესურსი წარმოადგენს ნებისმიერი სექტორის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.
როგორც პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები, მიგვაჩნია, რომ სამშენებლო, ინფრასტრუქტურული და დეველოპერული პროექტების წარმატებით განხორციელება შეუძლებელია შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტების გარეშე. სწორედ ამიტომ პროფესიული განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.