Safety Academia

უსაფრთხოების აკადემიის დირექტორის მოადგილე ილონა ჩუხუა მონაწილეობდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა 2026 წლის Communication on Progress (CoP) ანგარიშგების პროცესს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია 2026 წლის CoP პლატფორმის განახლებული ფუნქციონალის, ანგარიშგების ახალი მოთხოვნების, ელექტრონული ანგარიშგების სისტემისა და ანგარიშების წარმატებით მომზადებისა და წარდგენის პროცედურების შესახებ.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ორგანიზაციებში პასუხისმგებლიანი მმართველობის, მდგრადი განვითარების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ანტიკორუფციული პრინციპების ეფექტიან დანერგვას.
უსაფრთხოების აკადემია განაგრძობს საერთაშორისო სტანდარტებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდაჭერას, აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განათლების საერთაშორისო ინიციატივებში და მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციური განვითარების გაძლიერებაზე.