უკან სიახლეებზე

პროფესიული განათლების ევროპული ფორუმი“ EfVET -ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიება

22 მაისი, 2026 · 5 წუთის წასაკითხი
პროფესიული განათლების ევროპული ფორუმი“ EfVET -ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიება
„პროფესიული განათლების ევროპული ფორუმი“ EfVET -ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიება
“2nd Global VET Thematic Team Annual Event – Skills for a Competitive Europe”
26 მაისიდან, ევროპის შუაგულში — ბელგიის ქალაქ ბრიუგეში — გაიმართება მრავალდღიანი საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც პროფესიული განათლების სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ევროპულ პლატფორმას წარმოადგენს.
მიმდინარე წლის მთავარი თემა არის:
„უნარები კონკურენტუნარიანი ევროპისთვის“
“Skills for a Competitive Europe”
ღონისძიება აერთიანებს:
▪️ პროფესიული განათლების ლიდერ ორგანიზაციებს
▪️ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს
▪️ ევროპულ ინსტიტუციებს
▪️ საერთაშორისო ორგანიზაციებს
▪️ კერძო სექტორის წარმომადგენლებს
ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
🔹 საერთაშორისო პლენარული სესიები
🔹 თემატური ვორქშოფები
🔹 პროფესიული კოლეჯების ვიზიტები
🔹 პარტნიორული და ქსელური თანამშრომლობის შეხვედრები.
მონაწილეებს შორის იქნებიან:
▪️ ევროპარლამენტის წარმომადგენლები
▪️ ევროკომისიის წარმომადგენლები
▪️ საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოები
▪️ ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო ორგანიზაციები.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯი მიწვეულია როგორც ერთ-ერთი მთავარი ვორქშოფის წამყვანი ორგანიზაცია.
კოლეჯის სახელით, კოლეჯის დამფუძნებელი და დირექტორი ბატონი დავით მაზმიშვილი და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი ილონა ჩუხუა წარადგენენ საერთაშორისო ვორქშოფს თემაზე:
„უნარები კონკურენტუნარიანი ევროპისთვის“
“Skills for a Competitive Europe”
დღეს ევროპა უზარმაზარ ინვესტიციას დებს პროფესიულ განათლებაში, რადგან უკვე ნათელია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და ძლიერი ინდუსტრიის საფუძველი სწორედ კვალიფიციური, პრაქტიკული უნარების მქონე ადამიანებია.
ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ საქართველოს პროფესიული განათლების სექტორი წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ როგორც მონაწილე, არამედ როგორც საერთაშორისო დისკუსიის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განათლების მომავლის ფორმირების აქტიური მონაწილე.