Safety Academia
ვუერთდებით პროფესიული განათლების ევროპული დღის
#europeandayofvet აღნიშვნას, რადგან გვჯერა, რომ პროფესიული განათლება არის მომავლის შესაძლებლობა, პრაქტიკული უნარების განვითარება და ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი.
EfVET-მა ოფიციალურად დაიწყო ევროპის პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) თვისადმი მიძღვნილი კამპანია, რომლის მიზანია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების დაფასება, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან განათლებულ, კვალიფიციურ და კონკურენტუნარიან მომავალს.

პროფესიული განათლება აერთიანებს:

სტუდენტებს

მასწავლებლებს

პროფესიულ კოლეჯებს

ტრენინგ ორგანიზაციებს

კომპანიებსა და დამსაქმებლებს

მობილობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელებს
ეს არის ეკოსისტემა, რომელიც:

ავითარებს პრაქტიკულ უნარებს

აძლიერებს ინოვაციას

ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობას

ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს

აყალიბებს უსაფრთხო, თანამედროვე და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს

European Day of VET წარმოადგენს ევროპული პროფესიული განათლების საერთო ღირებულებების გამოხატვას — ინკლუზიას, ხარისხს, თანასწორობას, პრაქტიკულ განათლებასა და უწყვეტ განვითარებას.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოც აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში.
პროფესიული განათლება დღეს აღარ არის მხოლოდ პროფესიის სწავლა — ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, შრომითი ბაზრის გაძლიერებისა და ახალგაზრდების მომავლის შექმნის მთავარი ინსტრუმენტი.

ჩვენთვის, როგორც ევროპული პროფესიული განათლების ქსელების — EfVET-ისა და EVBB-ის წევრი ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოს პროფესიული განათლების ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება.

მოვუწოდებთ პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პარტნიორებსა და დამსაქმებლებს, ერთად გავაძლიეროთ პროფესიული განათლების მნიშვნელობა და პოპულარიზაცია.