უკან სიახლეებზე

მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება: უსაფრთხოების აკადემია ბათუმში გამართულ „Partnership 4SDGs“ ფორუმს დაესწრო

25 ივლისი, 2026 · 3 წუთის წასაკითხი
მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება: უსაფრთხოების აკადემია ბათუმში გამართულ „Partnership 4SDGs“ ფორუმს დაესწრო
უსაფრთხოების აკადემია Partnership 4SDGs-ის ფორუმზე
უსაფრთხოების აკადემიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბათუმში გამართულ ყოველწლიურ ფორუმში „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ მონაწილეობა, რომელიც საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას მიეძღვნა.
ფორუმზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სტრატეგიები და მწვანე საინვესტიციო პრიორიტეტები, მდგრადი დაფინანსების შესაძლებლობები, ასევე ჯანდაცვისა და სტუმართმოყვარეობის სექტორებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, რესურსების ეფექტიანი მართვისა და ESG პრინციპების დანერგვა.
ჩვენთვის, როგორც პროფესიული განათლების დაწესებულებისთვის, მსგავს დისკუსიებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა პირდაპირ უკავშირდება ახალი პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და შრომის ბაზრის სამომავლო მოთხოვნებს.
უსაფრთხოების აკადემია განაგრძობს გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ამ სფეროში მიმდინარე ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივებში.
752903009_1656126016516793_6642980692933042366_n 755694544_1656126143183447_7145520944027910709_n 755350891_1656126296516765_4561098811344364843_n 755808197_1656126576516737_8484207062304488921_n 754872478_1656126666516728_7168395375240164114_n