ENE აერთიანებს პროფესიული განათლების დაწესებულებებსა და პროფესიული სრულყოფილების ცენტრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენთვის ეს შესაძლებლობაა, დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მისწრაფებას ხარისხიანი პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული უნარების განვითარებისკენ.
მზად ვართ, ქსელის წევრებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით. ამასთან, დაინტერესებული ვართ თანამშრომლობით მწვანე უნარებისა და ციფრული სწავლების სფეროებში.
ჩვენი მიზანია, ეს კავშირები გარდავქმნათ პრაქტიკულ პარტნიორობად, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამების განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის.