სიხარულით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯი ოფიციალურად გახდა European Vocational Training Association (EVTA)-ის წევრი.
EVTA (European Vocational Training Association) 1998 წელს დაარსებული ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ორგანიზაციაა პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სფეროში, რომელიც აერთიანებს პროფესიულ კოლეჯებს, ტრენინგ ცენტრებს, დასაქმების სააგენტოებს, უნივერსიტეტებს, კვლევით ორგანიზაციებსა და განათლების სფეროს ექსპერტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
ორგანიზაციის მთავარი მისიაა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ინოვაციების მხარდაჭერა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და პროფესიული განათლების როლის გაზრდა ევროპისა და მსოფლიოს მდგრად განვითარებაში.
EVTA განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს:
უსაფრთხოების აკადემიისთვის EVTA-ის წევრობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო აქტიური ინტეგრაციის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი პროფესიული განათლება, უსაფრთხოების კულტურა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, მწვანე ენერგია და თანამედროვე უნარები წარმოადგენს წარმატებული, კონკურენტუნარიანი და მდგრადი საზოგადოების განვითარების საფუძველს.
ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოდან ევროპულ პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული წვლილი შევიტანოთ, გავაძლიეროთ საერთაშორისო პარტნიორობა და ჩვენს სტუდენტებსა და პროფესიულ საზოგადოებას შევუქმნათ განვითარების ახალი შესაძლებლობები.
ერთად ვქმნით პროფესიული განათლების, უსაფრთხოების, მდგრადობისა და ინოვაციების მომავალს.