მოხარულები ვართ, რომ უსაფრთხოების აკადემიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UNGCNG) მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ სასწავლო კურსში თემაზე „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კომპლაენსი \შესაბამისობა“.
უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო პროცესების სპეციალისტმა, ნინი ჯამრიშვილმა, ორდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეისწავლა ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და კომპლაენსის მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: კორუფციული რისკების მართვა, მესამე მხარის Due Diligence, შიდა რეპორტინგისა და მამხილებლის (Whistleblowing) მექანიზმები, ანტიკორუფციული პოლიტიკები და საერთაშორისო სტანდარტები.
მსგავსი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციებში გამჭვირვალობის, ეთიკური მმართველობის, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის გაძლიერებაში. თანამედროვე გარემოში კომპლაენსისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტების დანერგვა მდგრადი და წარმატებული ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
მადლობას ვუხდით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს მაღალი ხარისხის, პრაქტიკულ გამოცდილებასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამისთვის. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენს ორგანიზაციაში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მიდგომების, ეთიკური მმართველობისა და კომპლაენსის კულტურის შემდგომ განვითარებას.