მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ დავესწრებით EfVET Conference 2026-ს, რომელიც 21-23 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართება.
ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (TVET) სფეროს ასობით წარმომადგენელს, ექსპერტს, პრაქტიკოსსა და გადაწყვეტილების მიმღებს გააერთიანებს მთელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარედან.
ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, გავაზიაროთ გამოცდილება, გავეცნოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, დავამყაროთ ახალი პარტნიორული კავშირები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ პროფესიული განათლების განვითარება.
შეხვედრამდე ბრიუსელში!