უკან სიახლეებზე

გახდით სერტიფიცირებული ტრენერი შრომის უსაფრთხოებაში: Safety Academia იწყებს 40-საათიან პრაქტიკულ კურსს

17 აგვისტო, 2026
გახდით სერტიფიცირებული ტრენერი შრომის უსაფრთხოებაში: Safety Academia იწყებს 40-საათიან პრაქტიკულ კურსს
🎓 ტრენერთა ტრენინგი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით
შრომის უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარება მხოლოდ პროფესიული ცოდნის გაზიარებას არ ნიშნავს. ეფექტიანმა ტრენერმა უნდა შეძლოს სასწავლო საჭიროებების განსაზღვრა, მკაფიო შედეგების ჩამოყალიბება, შედეგების მიღწევისთვის ინსტრუმენტების და აღწერილობის განსაზღვრა, პრაქტიკული პროგრამის შემუშავება, შემდეგ ტრენინგის წარმართვა, აუდიტორიის მართვა და მიღებული ცოდნის შეფასება.
Safety Academia გთავაზობთ 40-საათიან პრაქტიკულ კურსს, რომელიც განკუთვნილია:
▪️ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;
▪️ მოქმედი და დამწყები ტრენერებისთვის;
▪️ HSE მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;
▪️ ტრენინგების შემუშავებაზე, ჩატარებასა და შეფასებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.
კურსის ფარგლებში შეისწავლით:
✅ სასწავლო საჭიროებების შეფასებას;
✅ ტრენინგის მიზნებისა და გაზომვადი შედეგების ჩამოყალიბებას;
✅ ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე პრინციპებს;
✅ ტრენინგის პროგრამისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავებას;
✅ პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ტექნიკებს;
✅ აუდიტორიის მართვასა და რთულ სიტუაციებთან გამკლავებას;
✅ ტესტებისა და შეფასების ფორმების შედგენას;
✅ ტრენინგის ეფექტიანობის შეფასებას;
✅ საჭირო რესურსებისა და ბიუჯეტის განსაზღვრას.
⏱️ საერთო ხანგრძლივობა: 40 საათი
📚 20 საათი — საკონტაქტო სწავლება
📝 20 საათი — დამოუკიდებელი პრაქტიკული სამუშაო
კურსის დასრულებისას თითოეული მონაწილე შეიმუშავებს საკუთარ ტრენინგს და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.
პროგრამა ეფუძნება შრომის უსაფრთხოებისა და ზრდასრულთა სწავლების სფეროში აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს.
❗ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
🔗 გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: