უსაფრთხოების აკადემიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გენერალურ ასამბლეაზე წარმოდგენილი ხედვები AI-ის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ასევე სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. გვჯერა, რომ პროფესიული განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი დანერგვა წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი და კონკურენტუნარიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.
მადლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისა და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ხელს უწყობს პასუხისმგებლიან მმართველობას, პარტნიორობასა და ინოვაციებს.
UN Global Compact Network Georgia-ის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას:
• გავაღრმაოთ თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
• გავიზიაროთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ESG-ისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით;
• აქტიურად ჩავერთოთ ერთობლივ პროექტებში, კვლევებსა და ინიციატივებში;
• კიდევ უფრო გავაძლიეროთ პროფესიული განათლების როლი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განვითარებაში.
მადლობას ვუხდით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ეს წევრობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო პარტნიორობის, ინოვაციების, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისა და მდგრადი მომავლის შექმნისთვის.