უსაფრთხოების აკადემიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და UNICEF საქართველოს თანამშრომლობით გამართულ შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის მესამე შეხვედრაში, რომელიც გაიმართა თემაზე:
„ბავშვთა უფლებები და ბიზნესის პრინციპები: ღირსეული შრომის პირობებიდან პროდუქტებისა და მომსახურების უსაფრთხოებამდე.“
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ბიზნესის პასუხისმგებლობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხო პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნის, პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკების დანერგვისა და ბავშვებისთვის უსაფრთხო ფიზიკური და ციფრული გარემოს უზრუნველყოფის საკითხები.
მონაწილეებმა იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც კერძო სექტორი ასრულებს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების, პრევენციისა და მართვის პროცესში, ასევე იმ პრაქტიკულ მიდგომებზე, რომლებიც ხელს უწყობს ღირსეული შრომის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ბიზნესპრინციპების დანერგვას.
უსაფრთხოების აკადემიისთვის მსგავსი ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გაეცნოს საერთაშორისო გამოცდილებას, გააძლიეროს პასუხისმგებლიანი და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული საქმიანობა და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას საქართველოში.
ვაგრძელებთ თანამშრომლობას იმ ინიციატივებთან, რომლებიც ხელს უწყობს უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.