უკან სიახლეებზე

ახალი შანსი და პროფესიული უნარები: უსაფრთხოების აკადემია მსჯავრდებულთა გადამზადების პროგრამებში ჩაერთო

15 ივლისი, 2026 · 3 წუთის წასაკითხი
ახალი შანსი და პროფესიული უნარები: უსაფრთხოების აკადემია მსჯავრდებულთა გადამზადების პროგრამებში ჩაერთო
მსჯავრდებულთათვის პროფესიული განათლებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობის მიცემა უმნიშვნელოვანესია. ეს მათ ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში, თავდაჯერების აღდგენასა და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებასა და შრომის ბაზარზე წარმატებით დაბრუნებაში.
უსაფრთხოების აკადემიისთვის დიდი პატივია, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვან პროცესს და მონაწილეობა მიიღოს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში.
გულწრფელ მადლობას ვუხდით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელობას ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც მსჯავრდებულთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს.
გვჯერა, რომ ცოდნა, პროფესიული უნარები და დასაქმების რეალური შესაძლებლობა ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყების ძალას აძლევს. უსაფრთხოების აკადემია მზად არის, კვლავაც აქტიურად დაუჭიროს მხარი ამ მნიშვნელოვან მისიას.