Safety Academia

უსაფრთხოების აკადემია იწყებს ახალ პროექტს — „სტიპენდია წარჩინებულთათვის“!
ჩვენ გვჯერა, რომ მონდომება, შრომისმოყვარეობა და პროფესიისადმი ერთგულება დაფასებას იმსახურებს!
პროექტის ფარგლებში ყოველთვიური სტიპენდია გადაეცემათ პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან:

მაღალი აკადემიური მოსწრებით;

რეგულარული დასწრებითა და პასუხისმგებლობით;

პრაქტიკული უნარების წარმატებით განვითარებით;

ინიციატივითა და სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობით;

პროფესიისადმი განსაკუთრებული ინტერესითა და ენთუზიაზმით;

პროფესიული ეთიკის დაცვითა და თანაკურსელებისთვის მისაბაძი მაგალითით.
სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის მიღწევებისა და წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.
ეს პროექტი მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ არის. იგი სტუდენტის ყოველდღიური შრომის, პროფესიული პროგრესისა და წარმატების აღიარებაა.

შენი მონდომება ქმნის წარმატებას, ჩვენ კი მზად ვართ, დავაფასოთ იგი!