უკან სიახლეებზე

აირჩიე მოთხოვნადი პროფესია და ისწავლე უფასოდ: უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულ კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო!

7 სექტემბერი, 2026
აირჩიე მოთხოვნადი პროფესია და ისწავლე უფასოდ: უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულ კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო!
🎓 აირჩიე მოთხოვნადი პროფესია,
შექმენი შენი მომავალი!
უსაფრთხოების აკადემიის პროფესიულ კოლეჯში დაიწყო წინასწარი რეგისტრაცია საშემოდგომო მიღებაზე!
🚀 შეიძინე მომავლისთვის საჭირო პროფესია და პრაქტიკული უნარები, რომლებიც დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება. შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ენერგიის ეფექტიანი მართვა ის მიმართულებებია, რომელთა მნიშვნელობაც მომავალშიც შენარჩუნდება.
📚 აირჩიე შენი სადიპლომო პროგრამა:
🦺 შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
⏳ 2 წელი | 🟢 სწავლა უფასოა
☀️ განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი
⏳ 2 წელი | 🟢 სწავლა უფასოა
⚡ ენერგომენეჯმენტი
⏳ 2 წელი | 🟢 სწავლა უფასოა
💼 ადმინისტრაციული სერვისები
⏳ 1 წელი | 🟢 სასწავლო განვადება
რატომ უსაფრთხოების აკადემია?
✅ 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება ზემოთ მითითებულ სამ ორწლიან პროგრამაზე;
✅ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი;
✅ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება გამოცდილ პროფესიონალებთან;
✅ სამუშაო გარემოში გამოსაყენებელი ცოდნა და უნარები;
✅ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება სწავლის პერიოდში, კანონით განსაზღვრული პირობებით.*
🌍 ჩვენი კოლეჯი ევროპული პროფესიული განათლების ასოციაციების — EVTA, EVBB და EfVET-ის წევრია.
📅 რეგისტრაცია — სექტემბერში!
📣 ადგილები შეზღუდულია!
👉 დარეგისტრირდი სასურველ პროგრამაზე! მოგვწერე პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკე — გაიგე მეტი ჩარიცხვის პირობებზე და მიიღე დახმარება რეგისტრაციაში.