ჩვენი მისია
კოლეჯი „შპს უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის ძალისხმევა მიმართულია უზრუნველყოს შრომის ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტის დაძლევა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება კვალიფიციური კადრებით. სწავლების პროცესი წარმართოს განსაკუთრებული აქცენტით შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებას, გაძლიერებასა და განმტკიცებას.
ჩვენი ხედვა
2031 წლისთვის კოლეჯი „შპს უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი“ წარმოადგენს რეიტინგულ და ღია საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზრისთვის აქტუალური შრომის უსაფრთხოების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებით, მოწინავე, შრომის უსაფრთხოებაზე აქცენტრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებით, შრომის უსაფრთხოების ყველა არსებული საკანონმდებლო ნორმის დაცვით და უსაფრთხოების კულტურაზე აქცენტირებით ქმნის კვალიფიციურ ადამიანურ რესურსს, რითაც წვლილი შეაქვს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში.
ღირებულებები და პრინციპები
- იზიარებს რა მოწინავე დასავლურ საგანმანათლებლო პრინციპებს, კოლეჯი მხარს უჭერს კრიტიკულ, ინოვაციურ და შემოქმედებით აზროვნებას;
- საქმიანობს რა მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის და ხარისხის განვითარების პრინციპებით, ქმნის კოლეჯის საზოგადოებისთვის (განურჩევლად ეროვნებისა, მრწამსისა, სქესისა, შესაძლებლობებისა და სხვ.) თვითრეალიზაციის თანასწორ პირობებს;
- აღიარებს რა კორპორატიულ კულტურას, ეწევა კოლეგიალობაზე, გუნდურ მუშაობაზე, ეთიკასა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ საქმიანობას;
4. იცავს საქართველოს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ ყველა საკანონმდებლო მოთხოვნას და აყალიბებს შრომის უსაფრთხოების კულტურას მისი ფუნქციონირების სფეროში.