ხარაჩოს უსაფრთხოდ აწყობა, დემონტაჟი და ინსპექტირება

  • “ხარაჩოს უსაფრთხოდ აწყობა, დემონტაჟი და ინსპექტირება”

  პროგრამის მიზანი: პროფესიული მომზადების პროგრამის “ხარაჩოს უსაფრთხოდ აწყობა, დემონტაჟი და ინსპექტირება” მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს დაკიდებული, გადასატანი და სტაციონალური ხარაჩოს უსაფრთხოდ აწყობა/მოწყობას, დაშლა/დემონტაჟის პროცესის დაგეგმვას და მართვას, ასევე შემოწმება/შეფასების ინსპექტირების პროცესის განხორციელებას და აქტის მომზადებას, რითაც შექმნის ჯანსაღ და უსაფრთხო საქმიანობისთვის აუცილებელ პირობებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან, გაეცნონ დაკიდებული, გადასატანი და სტაციონალური ხარაჩოების აწყობა/მოწყობის და დაშლა/დემონტაჟის მოთხოვნებს, სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მეთოდებს და ასევე შეძლონ განხორციელებული სამუშაოების დასრულების შემდგომ შემოწმება/შეფასების ინსპექტირების აქტის მომზადება.

  პროგრამაზე სწავლის შედეგები:

1.ხარაჩოების სახეობების განსაზღვრა.

  1. ხარაჩოების უსაფრთხოდ აწყობა და დემონტაჟის ტექნიკურ მოთხოვნების ჩამოყალიბება.

3.სამუშაოების წარმოების რისკების მართვის დოკუმენტის შედგენა.

4.სამაშველო გეგმის შედგენა.

5.ხარაჩოს სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება.

6.ხარაჩოების ინსპექტირების აქტის მომზადება.

  პროგრამის ფარგელბში შესწავლილი საკითხები: ხარაჩოს ტიპები და გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, სტატისტიკური მონაცემები და ინსპექტირების შედეგები. საკანონმდებლო მოთხოვნები და საერთაშორისო პრაქტიკა. ხარაჩოების სახეობები, მათი ქევე ტიპების მახასიათებლები. დაკიდული ხარაჩოები და ტექნიკური დოკუმენტაცია გადასატანი-მობილური ხარაჩოები და ტექნიკური დოკუმენტაცია სტაციონარულ ხარაჩოები და ტექნიკური დოკუმენტაცია საკანონმდებლო მოთხოვნები ხარაჩოების მოწყობა და ექსპლუატაციის მიმართ. ტვირთამწეობაზე ხარაჩოების შემოწმების მოთხოვნები. ხარაჩოების მოწყობისა და ექსპლუატაციის პირობები. სამუშაოების დაგეგმვისა და წამრმოების პროცესში არსებული საფრთხეების განსაზღვრა, იდენტიფიცირება, იდენტიფიცირებული საფრთხეებიდან მომდინარე რისკების ანალიზი შეფასება, რისკებზე პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა ჩამოყალიბება. კონკრეტულ ხარაჩოებზე, სახეობის და მიხედვით შესაძლო საგანგებო-ავარიულ სიტუაციები; სამაშველო გეგმის ელემენტები და მათი მნიშვნელობა; სამაშველო გეგმის შესაბამისად მზაობის უზრუნველყოფა და გავარჯიშება. ხარაჩოების ტიპიდან გამომდინარე აწყობა/მოწყობის ან დაშლა/დემონტაჟის სამუშაოების დაგეგმვისთივს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. ხარაჩოს აწყობა-მოწყობის სამუშაოების უსაფრთხოდ წამოებისთვის არეალის განსაზღვრა, შეფასება და მომზადება. სამუშაოების წამოებისთვის შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსების განსაზღვრა და მომზადება. სამუშაოების წარმოებისთვის ყველა საჭირო ინვენტარის და აღჭურვილობის განსაზღვრა. სამუშაოს წარმოებისთვის საჭირო ნებართვების, ტრენინგების, ინსტრუქტაჟების და რისტების შეფასების მომზადება. ხარაჩეობის შემოწმების პროცესი, ინსპექტირების საკანონმდებლო მოთხოვნები და ინდუსტრიის საუკეთესო გამოცდილება. ხარაჩოების შემოწმება, ინსპექტირების კითხვარების მომზადება კონკრეტული ხარაჩოს სპეციფიკიდან გამომდინარე. ხარაჩოების პერიოდული და არაგეგმიური შემოწმება/შეფასები; ხარაჩოების პერიოდული შემოწმება/შეფასების კითხვარები; ხარაჩოების არაგეგმიური შემოწმება/შეფასების კითხვარები; ხარაჩოების ისნეექტირების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმოება. ინსპექტირებისას გასათვალისწინებელი საფრთხეები, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები და ინდ დაცვის საშუალებები. ხარაჩოების ინსპექტირების აქტის მომზადება, წარდგენა და შენახვის მოთხოვნები. პროგრამის ხანგრძლივობა: 90 საათი (მათ შორის 30 საათი პრაქტიკა)

  შეარჩიეთ სასურველი დასწრების განრიგი:

  დილის 09:00-დან 14:00-მდე, ან

  შუადღის 14:00-იდან 19:00-მდე, ან

  საღამოს 18:30-იდან 23:30-მდე,

  კვირაში 3 დღიანი სწავლების განრიგით!

  პროგრამა გრძელდება 6 კვირა.

  თითო საკონტაქტო დღეს 5 საათი

 

 

 

  კურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14, მე-4 სართული

პროგრამის ღირებულება 1 მსმენელზე – 950 ლარი.

  • სერტიფიკატის ფასი – 30 ლარი
  • უსაფრთხოების აკადემიის კურსდამთავრებულები სარგებლობენ 10%-იანი ფასდაკლებით.

  გაიცემა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი.

  რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ელ. ფოსტაზე მიიღებთ ინვოისს.

  დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 577 04 48 04

  info@safetyacademia.ge

en_USEN

მენიუ

Address

Anna Politkovskaya Street N#14, 4th floor

e-mail

info@safetyacademia.edu.ge

telephone

+995 577 04 48 00 +995 577 04 48 47